სხვა

23:39 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ კლიჩკო მსოფლიოს მოქმედებისკენ მოუწოდებს

მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო მსოფლიოს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ყველაფერი იღონონ მის სამშობლოში ომის შესაჩერებლად და აღკვეთონ ჰუმანიტარული კატასტროფა.

ის და მისი ძმა, ასევე მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო, ვინც ამჟამად კიევის მერია, მზად არიან, ხელში იარაღი აიღონ და ოკუპანტი რუსეთის ჯარს ეომონ.

„მთელ მსოფლიოს მივმართავ, დაგვეხმარონ იმ ომის დასრულებაში, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. ლოდინის დრო არაა, რადგან ეს ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიგვიყვანს. რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, მოქმედების დაწყება ახლავე საჭიროა. ხვალ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს“, - ამბობს კლიჩკო, ვინც რუსეთის შეჭრამდევე, უკრაინის არმიის რეზერვში ჩაეწერა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11114