ავტოსპორტი

1:38 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის პილოტები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ

ფორმულა 1-ის პილოტები უკრაინას მხარს უჭერენ და რუსეთის ქმედებებს გმობენ. ისინი იწონებენ ფორმულა 1-ის გადაწყვეტილებას, გაუქმდეს რუსეთის დიდი პრიზის რბოლა.

„მიხარია, რომ ფ1-მა ეს გადაწყვეტილება მიიღო. პირადად ჩემთვის, ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. მე წინააღმდეგი ვარ იმ ქმედებისა, რასაც რუსეთი სჩადის“, - ამბობს ფრანგი პიერ გასლი, ვინც დასძენს, რომ ამჟამად უკრაინაში მისი არაერთი ახლობელი იმყოფება.

გასლის აზრს იზიარებს ბრიტანელი ლანდო ნორისი, ვინც გასულ სეზონში, სოჭის რბოლა პოულ პოზიციიდან დაიწყო: „სამწუხაროა იმის ნახვა, რაც მსოფლიოში ხდება. ჩემი აზრით, ფ1-მა ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო. პირადად მე არ მინდა იქ ჩასვლა. უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან“.

უკრაინელებს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, ლუის ჰამილტონიც მხარს უჭერს: „როდესაც უსამართლობა ხდება, მის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ. მე გულით მამაც უკრაინელებთან ვარ, რომლებიც ამ განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან უკეთესი მომავალი სურთ“.

ჰამილტონის ახალი თანაგუნდელი ჯორჯ რასელი ამბობს, რომ ყველა პილოტი, როგორც ერთი, რუსეთის რბოლაში მონაწილეობის წინააღმდეგია და FIA-ს ეს გადაწყვეტილება რომ არა, მათ თავად მოუწევდათ რუსეთში გამგზავრებაზე უარის თქმა. „კარგია, რომ FIA-ში სწორი დასკვნები სწრაფად გააკეთეს და ჩვენ აღარ მოგვიწევს რთული გადაწყვეტილების მიღება“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109722