ფეხბურთი

22:42 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე ბრაზილიას მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე დაკავებულ თანამდებობას ყატარში გასამართ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ტიტემ ბრაზილიის ნაკრები 2016 წელს დუნგას გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა. ბრაზილიის ნაკრებმა მას შემდეგ კოპა ამერიკა 2019 წელს მოიგო და გასულ წელს ფინალში არგენტინასთან დამარცხდა. თავად დუნგამ SportTV-თან საუბრისას განაცხადა, რომ კარიერის განმავლობაში მსოფლიოს თასის გარდა ყველაფერი მოიგო და ახლა მისი მთავარი მიზანი მუნდიალზე ტრიუმფია.

თეგებიტიტე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114037