ფეხბურთი

21:25 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ორტა გამოარჩიეს

„ბრაგას“ პორტუგალიელი ფეხბურთელი რიკარდუ ორტა გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ორტას კონკურენციას ჯეიმს ტავერნიერი, რუსლან მალინოვსკი და მეჰდი თარემი უწევდნენ. ტირასპოლის „შერიფთან“ მოგებულ (2:0) შეხვედრაში რიკარდუმ ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ორტამ კარის მიმართულებით ოთხჯერ დაარტყა. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, თავი კი 18 გოლიტ და რვა საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.11679