ავტოსპორტი

17:03 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ში რუსეთის 2022 წლის გრან პრი გაუქმდა

ფორმულა 1-ში რუსეთის გრან პრი 2022 წელს არ ჩატარდება. ინფორმაცია F1-ის ვებგვერდმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა.

„ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატი სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობს დადებითი ხედვით, ხალხისა და ერების გაერთიანების მიზნით. მწუხარებით და შოკირებული ვადევნებთ თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. იმედი გაქვს, რომ არსებული სიტუაცია სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდება. ფორმულა 1-მა, ფიამ და გუნდებმა განიხილეს ჩვენი პოზიცია და ყველა მხარის ჩართულობით მივედით დასკვნამდე, რომ რუსეთის გრან პრის ჩატარება არსებულ სიტუაციაში შეუძლებელია“, - აღნიშნულია F1-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ფორმულა 1-ის რუსეთის გრან პრისთვის 22-25 სექტემბრამდე სოჭის უნდა ემასპინძლა.

თეგებიფორმულა 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115861