ჩოგბურთი

13:54 | 23.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ნურ-სულთანის ტურნირის 1/16 ფინალში მასპინძელი გოზალ აინიტდინოვა დაამარცხა და მომდევნო წრეში გავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც WTA-ს რეიტინგში 161-ე ადგილზეა, მეტოქის ძლევას საათი და 6 წუთი მოანდომა და პრობლემა არ შექმნია - 6:3, 6:1.

მარიამი მეოთხედფინალში რუს ანჟელიკა ისაევას დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგშიც თამაშობდა, მაგრამ ასპარეზობას პირველ სტადიაზე გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120307