ფეხბურთი

22:04 | 22.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რანგნიკი: "ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე? რეალისტები უნდა ვიყოთ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდის ამბიციაზე ისაუბრა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რა იყო წარსულში მნიშვნელობა არ აქვს და ახლა ისინი რეალისტები უნდა იყვნენ.

„რეალისტები უნდა ვიყოთ. არ შეგვიძლია იმაზე ვიმოქმედოთ, რაც ხუთი, შვიდი ან ათი წლის წინ მოხდა. ზოგიერთი გუნდი, რომელიც ადრე ფავორიტი იყო, ახლა მათი ქვეყნის უმაღლეს ლიგებშიც კი არ თამაშობს. მეოთხედფინალში გასვლის შანსი გვაქვს, თუ „ატლეტიკოსთან“ კარგ თამაშს ვაჩვენებთ. ეს მოგვცემს იმპულსს და ფეხბურთელებს რწმენა შეემატებათ“, - თქვა რანგნიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერის“ მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117662