ფეხბურთი

10:53 | 22.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო: „თამაში ისევ მინდა, მაგრამ მეშინია“

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, სერხიო აგუერომ, ჟურნალისტებს თავისი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ესაუბრა.

„ვფიქრობდი, რომ ორ წელიწადს კიდევ შევძლებდი უმაღლეს დონეზე გამოსვლას. ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, როცა „ბარსელონასგან“ წინადადება მივიღე. წარმოვიდგინე როგორ ვითამაშებდი ლეოს (მესი) მხარდამხარ და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე.

ის, რაც ჩემს გულს დაემართა ძალიან უცნაური და მოულოდნელია. ექიმებმა არ იციან, რა მიზეზით მოხდა ეს, გადატანილი კოვიდის თუ ვაქცინის გამო.

მთელი ცხოვრება შესაძლებლობების ზღვარზე ვვარჯიშობდი და პრობლემა არ მქონია. თამაში ისევ მინდა, მაგრამ მეშინია.

ფეხბურთს აღარ ვუყურებ, აღარ მაინტერესებს რა ხდება. მეგობრებთან ურთიერთობას ვამჯობინებ. მითხრეს, რომ გამიმართლა, რადგან ინფარქტს გადავურჩი.“ - ციტირებს აგუეროს სიტყვებს Tyc Sports.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10571