ფეხბურთი

23:46 | 20.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ სადებიუტო მატჩში "ფეჰერვარს" გაუტანა (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის და გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ სტუმრად „ფეჰერვარი“ 2:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში შედგა ზივზივაძის დებიუტი, რომელიც „უიპეშტს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე სწორედ „ფეჰერვარიდან“ შეუერთდა და გოლიც გაუტანა. ბუდუმ 78-ე წუთამდე ითამაშა, მეტოქის კარი კი 74-ე წუთზე დალაშქრა და თავისი გუნდი 2:0 დააწინაურა. მან გოლი არ აღნიშნა. ქართველი ფორვარდი აქტიური იყო და გოლის გატანის ორი შესანიშნავი შანსი მანამდეც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 3 გოლი აქვს გატანილი (2 „ფეჰერვარის“ მაისურით). აქვე გეტყვით, რომ გიორგი ბერიძემაც ითამაშა, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს.

„უიპეშტმა“ 21 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „მეზოკოვეშდს“ 27 თებერვალს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129537