ფეხბურთი

15:50 | 20.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მიულერი: "მესიმ ოქროს ბურთი იმიტომ მოიგო, რომ გამარჯვებულს ჟურნალისტები ასახელებენ"

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა ტომას მიულერმა როგორც განაცხადა, „ოქროს ბურთი“ ლიონელ მესიმ მხოლოდ იმიტომ მოიგო, რომ გამარჯვებულს ჟურნალისტები ავლენენ.

გერმანელი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ ეს ჯილდო მის თანაგუნდელს, რობერტ ლევანდოვსკის ეკუთვნოდა.

„ვიცით, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს ჟურნალისტები ასახელებენ და სწორედ ამიტომ მოიგო ლიონელ მესიმ. თუმცა, ჩვენ მიუნხენში განსხვავებული აზრი გვაქვს, რადგან ყოველდღე ვხედავთ როგორ თამაშობს რობერტ ლევანდოვსკი. ნორმალურია, რომ მაგალითად, ეგვიპტეში საუკეთესო მოჰამედ სალაჰი მიაჩნიათ. მე ეს მესმის, რადგან ყველას სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც თავის გუნდს ან ქვეყანას წარმოაჩენს. იგივე ეხებათ სამხრეთამერიკელ გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს, რომლებმაც მესის კოპა ამერიკაზე უყურეს.

არჩევანის გაკეთება ყოველთვის რთულია, ყველას ჰყავს თავისი საყვარელი ფეხბურთელი. თუმცა ფეხბურთში მთავარი არა ინდივიდუალური ჯილდოებია, არამედ ის, რაც შემდეგ ხდება“, - თქვა მიულერმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101343