ფეხბურთი

15:10 | 20.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "ჩემთვის "ბარსელონასთან" და "კალიარისთან" თამაში ერთი და იგივეა"

იტალიური „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს მეტოქე „ბარსელონაა“ თუ „კალიარი“ - ორივე შემთხვევაში კონცეფცია უცვლელი რჩება და გუნდმა ერთნაირად კარგად უნდა ითამაშოს.

„ჩემთვის „კალიარისთან“ და „ბარსელონასთან“ თამაში ერთი და იგივეა. კონცეფცია ყოველთვის იგივე რჩება. უნდა შევძლოთ „ნაპოლის“ შესაფერისი ფეხბურთის თამაში, რადგან „ნაპოლი“ ვართ და ხალხს ჩვენი დონის ფეხბურთი უნდა შევთავაზოთ. უნდა შევინარჩუნოთ ის დონე, რომელზეც ბოლო მატჩები ჩავატარეთ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ ხუთშაბათს ევროპა ლიგის 1/16 ფინალში სტუმრად „ბარსელონას“ დაუზავდა (1:1), სერია A-ში სკუდეტოსთვის იბრძვის და თითოეულ შეხვედრას მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112227