ფეხბურთი

20:42 | 19.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას გოლი სლოვაკეთის ჩემპიონატში და "სლოვანის" საოცარი ქამბექი (+VIDEO)

სლოვაკეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში გურამ კაშიამ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის ბრატისლავის „სლოვანი“ ბოლოადგილოსან „პოჰრონიეს“ ესტუმრა და 4:3 მოუგო.

თამაშს საოცარი სცენარი ჰქონდა - ბოლო ადგილზე მყოფი „პოჰრონიე“ ლიდერ და მოქმედ ჩემპიონს პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს ამარცხებდა, თუმცა, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეორე ნახევარში, 49-ე წუთიდან 64-ე წუთამდე 4 გოლი გაიტანა და 4:3 იმარჯვა. 62-ე წუთზე თავი გურამ კაშიამ გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა (3:3). სხვათა შორის, სანამ გაიტანდა, რამდენიმე წამით ადრეც ჰქონდა მომენტი, მაგრამ მეკარემ ახლო მანძილიდან აჯობა, თუმცა შეტევა გაგრძელდა და გურამმა მაინც გაიტანა. ვთქვათ ისიც, რომ გამარჯვების გოლი ვაისის შვილმა, უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა 64-ე წუთზე გაიტანა.

34 წლის ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და სლოვაკეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა, სეზონში კი მეორე, რადგან მანამდე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოიჩინა თავი. არ უთამაშია ჯაბა კანკავას, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო.

„სლოვანი“ 21 თამაშში მოპოვებული 52 ქულით პირველ პოზიციაზე დამაჯერებლადაა და უახლოეს მდევარ „ტრნავას“ 8 ქულით უსწრებს, მომდევნო შეხვედრას კი 26 თებერვალს, შინ სწორედ „ტრნავასთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109808