ფეხბურთი

21:41 | 18.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

პერეირამ "ლესტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა რიკარდუ პერეირამ "ლესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "მელიების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

პერეირა ინგლისურმა კლუბმა 2018 წელს "პორტუდან" დაიმატა. მიმიდნარე სეზონში პორტუგალიელმა მარჯვენა ფლანგელმა ყველა ტურნირზე ჯამში 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. 28 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109377