ფეხბურთი

21:15 | 18.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად კილიან მბაპე დაასახელეს (+VIDEO)

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი კილიან მბაპე გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფრანგს გამოკითხვაში კონკურენციას ბერნარდუ სილვა, ვირჯილ ვან დეიკი და მოჰამედ კამარა უწევდნენ. კილიანმა მადრიდის "რეალთან" მოგებულ შეხვედრაში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი მატჩის ბოლო წუთზე გაიტანა და პარიზელებს მნიშვნელოვანი მატჩი მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131788