ფეხბურთი

10:52 | 18.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

აპოელის" გულშემატკივრები "ანორთოსისის" ავტობუსს თავს დაესხნენ (+VIDEO)

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ავტობუსს, რომელშიც ფეხბურთელები და კლუბის წარმომადგენლები იყვნენ, ნიქოზიის „აპოელის“ გულშემატკივრები თავს დაესხნენ.

ფეხბურთელებმა, მათ შორის გიორგი ლორიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ვიდეოები, რომელშიც ჩანს, როგორ დააზიანეს ავტობუსი. ფანებმა ფამაგუსტელებს ქვები დაუშინეს და ავტობუსის მინები ჩაამსხვრიეს.

კვიპროსული მედიის ცნობით, სერიოზული დაზიანება არავის მიუღია, პოლიცია კი საქმეს გამოიძიებს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა თემურ ქეცბაიას გუნდი ნიქოზიიდან ლარნაკაში ბრუნდებოდა.

შეგახსენებთ, ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ „აპოელი“ 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1312