ფეხბურთი

15:12 | 14.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე ვრაი "ინტერთან" კონტრაქტის განახლებაზე უარს ამბობს

მილანის „ინტერს“ სტეფან დე ვრაი სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონის შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

30 წლის ფეხბურთელი არ აპირებს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელიც 2023 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომაც, „ინტერი“ იძულებული იქნება შემდეგი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში წინადადებები განიხილოს.

ჯერჯერობით, კონკრეტული დეტალები უცნობია, მაგრამ დე ვრაი „ბარსელონას“ დაუკავშირეს, რომელიც ზაფხულისთვის ცენტრალურ მცველს ეძებს.

შეგახსენებთ, სტეფან დე ვრაი „ინტერში“ 2018 წლიდან თამაშობს და 149 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ნიდერლანდელი რომის „ლაციოსა“ და როტერდამის „ფეიენოორდში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113791