ფეხბურთი

23:30 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" სასარგებლო ფრე ნეაპოლში

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი ნეაპოლში გაიმართა, სადაც ჩემპიონობის ორი მაძიებელი, „ნაპოლი“ და „ინტერი“ დაუპირისპირდნენ.

ამ ტურამდე მილანელები კონკურენტს 1 ქულით უსწრებდნენ და თამაშით ნაკლები ჰქონდათ ჩატარებული. ვითარება, არც შეხვედრის შემდეგ შეცვლილა, რადგან გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.

„ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო და მე-7 წუთზე დაწინაურდა. სტეფან დე ვრეიმ საჯარიმოში ვიქტორ ოსიმენი წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ლორენცო ინსინიემ გოლად აქცია. ლუჩანო სპალეტის გუნდი პირველ ტაიმში მეტოქეს აშკარად სჯაბნიდა და კიდევ ჰქონდა მეტ-ნაკლებად ხელსაყრელი მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენა. მეორე ნახევარში კი სიტუაცია შეიცვალა და „ინტერი“ გაცილებით კარგად ათამაშდა. ამაზე მილანელთა სწრაფმა გოლმაც იქონია გავლენა, რადგან 47-ე წუთზე ედინ ჯეკომ წონასწორობა აღადგინა - 1:1. ეს შედეგი უსათუოდ ყველაზე მეტად ალბათ „მილანს“ აწყობდა, რადგან კვირას „სამპდორიას“ თუ მოუგებს, გალიდერდება, მიუხედავად იმისა, რომ „ინტერს“ ერთი თამაში აქვს მარაგში.

რომის „ლაციომ“ შინ „ბოლონიას“ იოლად 3:0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესაღწევად ბრძოლას აგრძელებს. მაურიციო სარის გუნდმა პირველ ტაიმში ჩირო იმობილესა და ნაანტრაქტევს მატია ძაკანის დუბლით იმარჯვა. „ლაციოს“ 42 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა, მაგრამ კვირას მისი კონკურენტები „ატალანტა“ და „იუვენტუსი“ ერთმანეთს ხვდებიან, ამიტომ, ეს გამარჯვება „ლაციალესთვის“ ორმაგად მნიშვნელოვანი იყო.

„ლაციო“ – „ბოლონია“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 იმობილე (13, პენ), 2:0 ძაკანი (53), 3:0 ძაკანი (63)

„ნაპოლი“ – „ინტერი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ინსინიე (7, პენ), 1:1 ჯეკო (47)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.773136