ფეხბურთი

17:11 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩხუბი და 4 წითელი ბარათი "პორტუ" - "სპორტინგის" მატჩში (+VIDEO)

პორტუგალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი „სპორტინგი“ ერთპიროვნულ ლიდერ „პორტუს“ ესტუმრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 2:2.

ლისაბონელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ „დრაკონებმა“ მოახერხეს თამაშის გადარჩენა და ქულა მოიპოვეს, რითაც „სპორტინგთან“ 6-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს და ჩემპიონატში დაუმარცხებელი სერია 50 მატჩამდე გააგრძელეს.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ფეხბურთელებს შორის მოედანზე მასობრივი ჩხუბი დაიწყო, რაც რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და მსაჯმა 4 წითელი ბარათი გამოიყენა. მან „პორტუს“ რიგებში მეკარე აგუსტინ მარკესინი და პეპე გააძევა, ხოლო სტუმართა შემადგენლობიდან წითელი ბარათი ტაბატამ და პალინიამ მიიღეს.

სხვათა შორის, ემოციური ფონი არც მატჩის შემდეგ ჩამცხრალა და ორივე გუნდის პრეზიდენტმა ერთმანეთის წინააღმდეგ ურთიერთბრალდებები წამოაყენეს.

0.11473