ფეხბურთი

19:58 | 11.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" რუდიგერის კვირაში 200,000 სთავაზობს

გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველს ანტონიო რუდიგერის ლონდონის "ჩელსი" კვირაში 200,000 გირვანქა სტერლინგს სთავაზობს. აღნიშნულ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს. "არისტოკრატებს" ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ, რადგან მის კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გასდის.

რუდიგერს უკვე თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ მსურველ კლუბთან მოლაპარაკება აწარმოოს და წინასწარი ინფორმაციით შემოთავაზება აქვს მადრიდის "რეალიდან" და "პარი სენ ჟერმენიდან". ანტონიო "ჩელსიში" 2017 წელს "რომადან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში გერმანელმა ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108512