სხვა

1:34 | 11.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შტროლცმა კომბინაციაში გაიმარჯვა და მამის მიღწევა გაიმეორა

ავსტრიელმა სამთო მოთხილამურე იოჰანს შტროლცმა, პეკინის ოლიმპიადაზე კომბინაცია (დაშვება და სლალომი) მოიგო და მამამისის მიღწევა გაიმეორა. არადა ჯერ კიდევ შარშან, ის კარიერის დასრულებას აპირებდა, რადგან ავსტრიის გუნდში ადგილი დაკარგა.

შტროლცი დშვების ცდაზე მეოთხე უსწრაფესი იყო, მაგრამ სლალომის ცდა ყველაზე უკეთ შეასრულა და ჯამში ყველა უკან ჩამოიტოვა. მათ შორის საუკეთესო იყო ნორვეგიელი ალეკსანდერ ომოდტ კილდე, ვინც ვერცხლს დასჯერდა. ბრინჯაოს მედალი კი კანადელმა ჯეიმს კრაუფორდმა მოიპოვა.

შტროლცის მამამ, ჰუბერტ შტროლცმა კომბინაციაში ოლიმპიური ოქრო კალგარის 1988 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა და იქვე თავისი მონაგარი გიგანტურ სლალომში მოპოვებული ვერცხლითაც შეავსო. იოჰანს შტროლცი ავსტრიის პატარა ქალაქში პოლიციელად მუშაობს.

„განსაკუთრებით მამაჩემის ისტორიის გათვალისწინებით, ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. როცა ამაზე ვფიქრობ, ტირილი მინდება. უპირველეს ყოვლისა, მინდა მთელ ჩემ ოჯახს მადლობა გადავუხადო. მათ ყოველთვის სჯერათ ჩემი. დღეს მე მათაც ავუსრულე ოცნება“, - განაცხადა 29 წლის შტროლცმა, ვინც ავსტრიის ოლიმპიურ გუნდში ადგილი მას შემდგ მოიპოვა, რაც იანვარში შვეიცარიის ადელბოდენში, მსოფლიო თასის სლალომის რბოლა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127381