სხვა

0:15 | 10.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-9 თამაში წააგო (+VIDEO)

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისმა“ ზედიზედ მეცხრე მარცხი განიცადა. დეიან სტანოიევიჩის გუნდი სტუმრად სერბულ „ნოვი ბელგრადს“ დაუპირისპირდა და 7:19 დამარცხდა.

სერბებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და გამარჯვება სრულიად დამსახურებულად იზეიმეს. სხვათა შორის, თბილისელთა კარში ორი გოლი ბელგრადელთა ქართველმა ლეგიონერმა ნიკა შუშიაშვილმა გაიტანა.

„დინამოს“ რიგებში ორ-ორი გოლი მიითვალეს დუშან ვაშიჩმა და მარკო იელაჩამ, ხოლო თითოჯერ თავი ანდრია ბითაძემ, ვალიკო დადვანმა და ჯოვან სარიჩმა გამოიჩინეს.

„დინამო თბილისი“ A ჯგუფში 9 ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 23 თებერვალს, შინ „რადნიჩკის“ წინააღმდეგ გამართავს.

„ნოვი ბელგრადი“ – „დინამო თბილისი“ 19:7 (5:1, 2:2, 6:2, 6:2)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112459