ფეხბურთი

23:52 | 9.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა (+VIDEO)

ლონდონის „ჩელსი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ტომას ტუხელის გუნდმა აბუ დაბიში გამართულ ნახევარფინალში საუდის არაბეთის „ალ ჰილალი“ 1:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი რომელუ ლუკაკუმ გადაწყვიტა, რომელმაც 33-ე წუთზე მეტოქის კარი ახლო მანძილიდან დალაშქრა. ინგლისელებს საგოლე მომენტები კიდევ მრავლად ჰქონდათ, თუმცა სათანადოდ ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ, მინიმალურ ანგარიშს დასჯერდნენ.

„ჩელსი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. პირველად ეს 2012 წელს გააკეთა, მაგრამ მაშინ „კორინთიანსთან“ მარცხი განიცადა და ახლა მეორე ბრაზილიურ კლუბ „პალმეირასთან“ ეცდება გამარჯვების მოპოვებას. აქვე გეტყვით, რომ ფინალი 12 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119875