სხვა

1:37 | 9.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიელმა მაიერმა სუპერ გიგანტში ოლიმპიური ოქრო მოიპოვა

ავსტრიელი მათიას მაიერი გახდა პირველი მამაკაცი სამთო მოთხილამურე, ვინც ზედზედ სამ ოლიმპიადაზე, სამთო თხილამურობაში ოქროს მედლებს დაეუფლა. პეკინში მიმდინარე ოლიმპიადაზე, დღეს მან სუპერ გიგანტის რბოლა მოიგო.

მაიერმა პირველი ოქრო სოჭში, დაშვების რბოლაში მოიპოვა, პიონჩანში კი სუპერ გიგანტი მოიგო. ამჯერად მან ფერდობი „კლდე“ წუთსა და 19.94 წამში გაიარა და ამერიკელი რაიან კოხრან-სიგლი, სულ რაღაც, 0.04 წამით ჩამოიტოვა. მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა ნორვეგიელი ალეკსანდერ ომოდტ კილდე, ვინც სუპერ გიგანტზეც და დაშვებაზეც ფავორიტი იყო, მაგრამ მხოლოდ ერთ მედალს დასჯერდა.

„თავი არ დამიზოგავს. მართლა ძალიან მოვინდომე. კილდეს გამოსვლა ტელე ეკრანზე ვნახე. მას მართლაც კარგი გამოსვლა ჰქონდა. ამიტომ სტარტამდე ვიცოდე, რომ ძალიან უნდა მომენდომებინა. ბოლო გასასვლელამდე ვაწვებოდი და საბოლოოდ, ყველაფერი კარგად გამომივიდა“, - განაცხადა ავსტრიელმა.

კოხრან-სიგლს მსოფლიო თასზე კარიერაში მხოლოდ ერთი მოგება აქვს. მაგრამ პეკინში ოქროსთვის იბრძოლა და გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მისთვის ვერცხლიც წარმატებაა. მისთვისაც და ამერიკის გუნდისთვისაც, რომელსაც სოჭის შემდეგ, მამაკაცთა შორის სამთო თხილამურობაში ერთი მედალიც კი არ ჰქონდა მოპოვებული. სხვათა შორის, მის დედას, ბარბარა კოხრანს ოქროს მედალი საპოროს 1972 წლის თამაშებზე, სლალომში აქვს მოპოვებული.

მიერის მსგავსი მიღწევა, ქალ მოთხილამურეებს შორის იტალიელ დებორა კომპანიონის აქვს, რომელმაც 1992 წლის ოლიმპიადაზე სუპერ გიგანტის რბოლა მოიგო, მომდევნო ორ ოლიმპიადაზე კი ოქროს მედლებს გიგანტურ სლალომში დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116253