თამაშგარე

13:00 | 7.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო კარლოსი “ლუდის ლიგაში“

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ინგლისში არსებულ უამრავ საფეხბურთო ლიგათაგან ერთ-ერთია “ლუდის ლიგა“, რომელსაც ბრიტანული ლუდსახარშები ასპონსორებენ და დაბალი ლიგის გუნდებიც სწორედ ამ ლუდსახარშების სახელებით ასპარეზობენ. ამ ლუდის ლიგის გუნდები ასევე მონაწილეობას იღებენ სახალისო კონკურსში, რომლის გამარჯვებულსაც შეუძლია სიმბოლურ თანხად ერთი მატჩით ვეტერანი ცნობილი ფეხბურთელი “გადაიბიროს“.

წელს ასეთი იღბლიანი გამოდგა სრულიად უცნობისამოყვარულო საფეხბურთო კლუბი “ბულ ინ ბარნს იუნაიტედი“ რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა და 5 ფუნტ სტერლინგად ერთი მატჩით მათ მაისურს ლეგენდარული ბრაზილიელი მცველი რობერტო კარლოსი ჩაიცმევს. ეს ამ გუნდისთვის უდავოდ ისტორიული ფაქტია!

აღნიშნული მატჩის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. “ლუდის ლიგის“ კვალობაზე გვარიანი თანხები გროვდება, რასაც კლუბის მესვეურები მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯავენ. რობერტო კარლოსი კი რომელსაც კარიერის მიწურულ მახაჭკალის “ანჟიშიც“ კი უბურთავია, წესით ნამდვილად არ უნდა ეხამუშოს ლუდის მხდელებთან ბურთის გაგორება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.081214