ფეხბურთი

22:07 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ბორდალასი: "გიორგი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ვერ გეტყვით მომდევნო მატჩში ვინ ითამაშებს"

ესპანური „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „სოსიედადთან“ მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა და გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.

ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ 21 წლის ქართველი მეკარის თამაშით კმაყოფილია, მაგრამ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ვინ ითამაშებს მომდევნო შეხვედრაში.

„ვერ ვიტყვი, რომ უკვე გადაწყვეტილია ვინ ითამაშებს თასის მატჩში. ყოველთვის ვამბობდი, რომ მეკარეებით კმაყოფილი ვარ. გიორგი დღეს კარგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სამუშაო არ ჰქონია, მას თავი კარგად გაართვა და ბედნიერი ვარ. ვინ ითამაშებს „ბილბაოსთან“, ამას მატჩის დღეს გადავწყვეტთ“, - თქვა ბორდალასმა.

„ვალენსიას“ 30 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 თებერვალს „ალავესს“ სტუმრად შეხვდება. თუმცა, მანამდე, შუა კვირაში ესპანეთის თასის ნახევარფინალში გასვლაზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდება. გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 7 მატჩი აქვს ჩატარებული, სამჯერ კარი მშრალადაც შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113139