ფეხბურთი

20:16 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ვესტ ჰემი“ კინაღამ მეექვსე დივიზიონის გუნდთან გავარდა

ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშების ისტორიაში, რომელიც 1871 წლიდან ტარდება და უძველესი ტურნირია, კინაღამ ყველაზე დიდი სენსაცია მოხდა. პრემიერლიგის „ვესტ ჰემმა“ 1/16 ფინალში მეექვსე დივიზიონის „კიდერმინსტერთან“ ანგარიში 91-ე წუთზე გაათანაბრა და დამატებით დროში 1:2 მოუგო.

მასპინძელმა კიდერმინსტერელებმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნეს, თავი ვინმე ალექს პენიმ გამოიჩინა. სტუმრებმა უკვე წამატებულ წუთზე გაათანაბრეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. გოლი დეკლან რაისმა გაიტანა.

121-ე წუთზე კი ჯაროდ ბოუენმა გამარჯვებისა შეაგდო და „ჩაქუჩები“ შემდგომ ეტაპზე გაიყვანა.

საინტერესოა, რომ „კიდერმინსტერი“ რიგით მეექვსე დივიზიონის გუნდია. ეს არის ყველაზე დაბალი ლიგა, რომლის წარმომადგენელიც ტურნირში მონაწილეობს.

თუ ლიგების მიხედვით გადავითვლით, „ვესტ ჰემი“ 113 ადგილით მაღლაა მეტოქეზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129379