ფეხბურთი

15:21 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანე სენეგალის ნაკრების მთავარმეგოლეს გაუთანაბრდა

ოთხშაბათს, აფრიკის ეროვნებათა თასის ნახევარფინალში, სენეგალის ნაკრებმა ბურკინა ფასოსას 3:1 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც კამერუნისა და ეგვიპტის ეროვნულ გუნდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სენეგალელთაგან ერთი ბურთი „ლივერპულის“ შემტევმა, სადიო მანემ გაიტანა. ამისდაკვალად, მას ჯამში სენეგალელთა მაისურით გატანილი 29 გოლი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით „საუთჰემპტონისა“ და „ვულვზის“ ყოფილ ფორვარდს, ანრი კამარას გაუთანაბრდა.

ფინალში, 6 თებერვალს, მანეს კარგი შანსი ექნება თავისი ეროვნული გუნდის ყველა დროის მთავარმეგოლე გახდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119156