ფეხბურთი

0:40 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანიამ გოლი ლისაბონის "ბენფიკას" გაუტანა (+VIDEO)

პორტუგალიის საგრეს ლიგის მეოცე ტურში გიორგი აბურჯანიას „ჟილ ვისენტემ“ ლისაბონის „ბენფიკას“ „და ლუჟზე“ 2:1 მოუგო, ქართველმა ნახევარმცველმა კი გოლი გაიტანა.

გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე მეტოქის კარი თავით დალაშქრა, როდესაც შეტევაში კუთხურის დროს ჩაერთო. ამ გოლით „ჟილ ვისენტე“ 2:0 დაწინაურდა, რადგან მანამდე სამუელ დიას ლინოს გოლით მე-11 წუთიდან იგებდა. ქართველი ფეხბურთელი 87-ე წუთზე შეცვალეს, „ბენფიკამ“ კი 88-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ მეტი ვერაფერი შეძლო და 1:2 დამარცხდა.

27 წლის აბურჯანიას პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში (მხოლოდ ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში) 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს თავის ანგარიშზე. სხვათა შორის, მან ორივე გოლი თავური დარტყმით გაიტანა.

„ჟილ ვისენტე“ 20 ტურში მოპოვებული 33 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 6 თებერვალს, შინ „სანტა კლარასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.119683