ფეხბურთი

22:50 | 2.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გოლი კვიპროსის თასზე (+VIDEO)

კვიპროსის თასის მერვედფინალში გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა. ნიქოზიურ დერბიში „აპოელმა“ სტუმრად „ოლიმპიაკოსი“ 4:0 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, რადგან პირველი მატჩიც მოგებული ჰქონდა (2:1).

ქვილითაიამ გოლი 48-ე წუთზე გაიტანა, როცა მეტოქის კარში ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. გიორგი მოედანზე, ისევე, როგორც მურთაზ დაუშვილი 65-ე წუთამდე იყო. დაუშვილმა პირველ ტაიმში ყვითელი ბარათიც მიიღო, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადში არ ყოფილა.

28 წლის ქართველ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი (ყველა ტურნირზე). „აპოელი“ კი კვიპროსის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს და მეოთხედფინალში ითამაშებს.

0.12703