ლატვიის დედაქალაქ რიგაში დღეს სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ლიგის მეორე წრემ 16-წლამდელთა შორის, რომელშიც საქართველოს 2006 წელს დაბადებულთა ნაკრები და საკალათბურთო კლუბი “ვინგსი” მონაწილეობენ. პირველი წრე გასული წლის 16-19 დეკემბერს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარდა და იქ გამართული 5-5 მატჩიდან “ვინგსმა” 3 მოიგო, U16 ნაკრებმა კი – 2.
ორივე მათგანმა 28 დეკემბერს გამართული 2-2 მატჩი მოიგო. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ლუქსემბურგის ნაკრებს 10 ქულით – 62:52 (სტატისტიკა) სძლია, ხოლო მორიგ მატჩში ბერტანსის აკადემია 73:52 (სტატისტიკა) დაამარცხა. ორივე მატჩში საუკეთესო იყო გოგიტა ბუკია, რომელმაც ლუქსემბურგელებს 21, ხოლო ლატვიელებს 32 ქულა ჩაუგდო. აღსანიშნავია ავთო ბახტაძის ორმაგი დუბლით – 10 ქულა, 12 მოხსნა.
რაც შეეხებათ “ვინგსის” წევრებს, ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ შეხვედრაში “რიჟდენე” 86:37 (სტატისტიკა) გაანადგურა, ხოლო მორიგ მატჩში ლუქსემბურგელებს სძლია – 54:48 (სტატისტიკა). კოვიდ-რეგულაციების გამო ვინგსელები რიგაში 7 კალათბურთელით არიან ჩასულნი, თუმცა საწყის მატჩებში ბურჯანაძის გუნდს კაცნაკლულობა არ დასტყობია.







