ფეხბურთი

22:36 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ხეტაფემ" გასტონ ალვარესი დაიმატა

ურუგვაის 23-წლამდელთა ნაკრების წევრობის კანდიდატი და "ბოსტონ რივერის" მცველი გასტონ ალვარესი კარიერას "ხეტაფეში" გააგრძელებს. ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით გაატარებს გუნდში, ხოლო ზაფხულში "ხეტაფეს" მისი გამოსყიდვს უფლება ექნება.

ალვარესი "დეფენსორის" აკადემიის აღზრდილია და ამჟამინდელმა კლუბმა 2021 წელს დაიმატა. ურუგვაის ჩემპიონატში მცველს 25 მატჩი აქვს ჩატარებული და სამი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერ ღირებულება ნახევარი მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111878