ჩოგბურთი

17:05 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა შორის ფინალისტები ცნობილია

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა შორის ფინალისტები გაირკვა. სატიტულე შეხვედრაში ეშლი ბარტი და დანიელ კოლინზი შეხვდებიან.

ბარტიმ, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, მედისონ კისი დამაჯერებლად, ორ სეტში, 6:1, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა მხოლოდ საათსა და 2 წუთს გაგრძელდა და ავსტრალიელმა ძალიან იოლად მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბარტი ფინალში ისე გავიდა, სეტი არ წაუგია.

მეორე ფინალისტი დანიელ კოლინზი გახდა, რომელმაც ინგა შვიონტეკი მოულოდნელად საათსა და 18 წუთში 6:4, 6:1 დაამარცხა. ამერიკელი ტურნირზე მხოლოდ 27-ე ნომრად იყო განთესილი და მისი ფინალში ყოფნა ნამდვილად მოულოდნელია, განსხვავებით ბარტისგან.

ამიტომაც, ეშლი ფინალში გამოკვეთილი ფავორიტია. ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული ქალთა შორის 29 იანვარს გაირკვევა.

0.121947