თამაშგარე

13:49 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

რენე გრეისის მცდარი გადაწყვეტილება

ჩვენი რუბრიკის ერთგულ მკითხველებს ალბათ გახსოვთ ავსტრალიელი აწყოფილი ავტომრბოლელის, რენე გრეისის შესახებ რომ გიამბეთ. ალბათ ისიც გემახსოვრებათ, რომ ეს ქალი 25 წლის ასაკში ყველასათვის მოულოდნელად საბოლოოდ დამეშვიდობა დიდ სპორტს და თავისი ძვირფასი დრო მთლიანად პორნო-ინდუსტრიას დაუთმო.

გამოხდა ხანი, რენემ ყველაფერი ნახა და გამოსცადა, რისი ნახვა მაინცდამაინც რეკომენდირებული არ იყო. გვარიანი ოფლი ღვარა და ბოლოს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პორნო-ინდუსტრიის ლაბირინთებში ბორიალსა და სარეცლების მალიმალ აჭრაჭუნებას, ისევ ავტომობილის საჭის ტრიალი ჯობია. მაგრამ რაღა დროს?!

ეს ძარღვიანი ქალი როგორც სხვა რამის, ინტერვიუს მიცემაშიც მარდია. რენე გრეისი ახლახანს მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ცხოვრების თავიდან დაწყებას ვეღარ შეძლებს, თორემ აუცილებლად შეიცვლიდა წყალგამყოფ გადაწყვეტილებას და უარს იტყოდა გამუდმებულ ფეხთაშლაზე. ახლა კი მისი საქმე გადაწყვეტილია და იძულებულია ის აკეთოს რაც მაინცდამაინც აღარ ეპიტნავება.

0.154176