ფეხბურთი

0:46 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდი" როი ჰოჯსონმა ჩაიბარა

ინგლისური „უოტფორდის“ მთავარ მწვრთნელად როი ჰოჯსონი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ჰოჯსონმა კლაუდიო რანიერი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო (14 მატჩიდან 11 მარცხი) დაითხოვეს. აღსანიშნავია, რომ ჰოჯსონმა გასული სეზონის ბოლოს „კრისტალ პალასი“ დატოვა და კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ აზრი შეიცვალა და მუშაობას აგრძელებს.

„უოტფორდისთვის“ ის მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელია, მანამდე გუნდს ჩისკო ავარჯიშებდა, რომელმაც პრემიერლიგის საგზური მოაპოვებინა, მაგრამ შემოდგომაზე გაათავისუფლეს. პრემიერლიგაში „უოტფორდი“ 14 ქულით მე-19 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126863