კალათბურთი

23:42 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი და MVP-ს ტიტული ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ლენოვო ტენერიფე“ უნგრეთში „ფალკოს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლში 79:73 მოიგო.

მოედანზე საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ცენტრმა 21:49 წუთში 19 ქულა, 13 მოხსნა (6 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა.

„ლენოვო ტენერიფე“ L ჯგუფში ასპარეზობს და მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს ფრანგულ „სტრასბურთან“ სტუმრად გამართავს.

0.128124