ფეხბურთი

0:17 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოშტა სერია A-ს კლუბში გადავა

ვეტერანი ფეხბურთელი დიეგო კოშტა დიდი ალბათობით, იტალიურ „სალერნიტანაში“ ითამაშებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი თავისუფალი აგენტია და სალერნოულ გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდება. შეთანხმება მოიცავს კონტრაქტის გახანგრძლივების ვარიანტს, თუ კლუბი სერია A-ში ადგილს შეინარჩუნებს.

დიეგო კოშტა ბოლოს „ატლეტიკო მინეიროში“ თამაშობდა და ცოტა ხნის წინ ბრაზილიური კლუბი დატოვა. 33 წლის ფეხბურთელს თავის დროზე მადრიდის „ატლეტიკოში“, „ჩელსიში“, „რაიო ვალეკანოში“, „ვალიადოლიდში“, „ალბასეტეში“, „სელტაში“, „ბრაგასა“ და „პენაფიელში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11276