ჩოგბურთი

3:44 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კორნემ მეოთხედფინალის საგზურისთვის ჰალეპი დაამარცხა

ფრანგმა ჩოგბურთელმა ალის კორნემ დაძაბულ ბრძოლაში, 6-4, 3-6, 6-4 აჯობა რუმინელ სიმონა ჰალეპს და კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მეოთხედფინალში. მისი მომდევნო მეტოქე, ამერიკელი დანიელე კოლინზი იქნება.

კოლინზმა უფრო ადრე, ასევე სამსეტიან ბრძოლაში დაამარცხა ბელგიელი ელის მერტენსი და გახდა მესამე ამერიკელი, ვინც მეოთხედფინალში ითამაშებს. მასთან ერთად, ტურნირის რვა საუკეთესოს შორის არიან მისი თანამემამულეები, მედისონ კეისი და ჯესიკა პეგულა.

კორნესთვის ეს დიდი სლემის 63-ე ტურნირია. ის ავსტრალიის ღიას 2018 წლის ფინალისტ ჰალეპს მეხუთედ შეხვდა და მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.ამჯერად როდ ლეივერის სახელობის კორტზე, მათ ორი საათი და 33 წუთი იბრძოლეს.

„ეს ნამდვილი ბრძოლა იყო. თან ამ სიცხეში. 30 წუთში ორივე სიცხისგან დახოცილები ვიყავით. და ასე ორი საათი და ნახევარი ვითამაშეთ. ჩვენ გულით ვითამაშეთ“, - განაცხადა კორნემ.

ჰალეპმა ტრავმების გამო, გასულ სეზონში საფრანგეთის ღიასა და უიმბლდონზე ვერ ითამაშა. მაგრამ ამ სეზონის დასაწყისს კარგად მომზადებული შეხვდა - ზედიზედ ცხრა თამაში მოიგო და ავსტრალიის ღიას დაწყებამდე, მელბურნის სხვა ტურნირზე გაიმარჯვა. მეოთხე წრემდე მან მხოლოდ 12 გეიმი დათმო. მაგრამ ამჯერად აშკარად გადაღლლ ჩანდა და საწადელს ვეღარ მიღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060655