ჩოგბურთი

0:49 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ციციპასმა ფრიცი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

მეოთხე ნომრად განთესილ ბერძენ სტეფანოს ციციპასს ხუთი სეტი დასჭირდა იმისთვის, რომ ამერიკელი ტეილორ ფრიცი 4-6, 6-4, 4-6, 6-3, 6-4 დაემარცხებინ და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. შეხვედრა შუაღემის შემდეგ დასრულდა.

ციციპასის მომდევნო მეტოქეა იტალიელი იანიკ სინერი,, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც, მელბურნის სუპერ ტურნირის ნახევარფინალში მესამედ ითამაშებს.

ბერძენმა ფრიცთან შეხვედრის პირველი სეტი დათმო და მართალია, მალევე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მესამეში ისევ მეტოქემ იმარჯვა. ციციპასმა თავისი გამოცდილების ხარჯზე, ამჯერადაც გაათანაბრა ანგარიში. მეხუთე სეტში კი ერთადერთ ბრეიკს მიაღწია, რამაც გამარჯვება მოუტანა.

ფრიცმა დიდი სლემის ტურნირზე მეოთხე წრეში პირველად ითამაშა. ხუთ სეტში მას 15 ბრეიკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ორის გამოყენაბა შეძლო. აღსანიშნავია, რომ უკვე ორი წელია, რაც ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში, ამერიკელი ჩოგბურთელები გასვლას ვერ ახერხებენ.

„საოცარი შეხვედრა იყო. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დღეს კორტზე ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო. ვამაყობ იმით, რომ ასე ვიბრძოლე. ვიცოდი, რომ დამღლელი შეხვედრა იქნებოდა და ვიცოდი, რომ მოთმინება იყო საჭირო და ამან საბოლოოდ შედეგი მომცა“, - განაცხადა გამარჯვებულმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114874