ფეხბურთი

0:18 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკო პოლონეთის ნაკრებს ჩაიბარებს

ანდრეი შევჩენკო პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს. როგორც ცნობილი გახდა, ინფორმაცია ოფიციალურად 31 იანვარს დადასტურდება.

შევჩენკომ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციისგან პირობა მიიღო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, პოსტს არ დაატოვებინებენ და გუნდს ერთა ლიგაზეც გაწვრთნის.

უკრაინელი სპეციალისტი პაულუ სოუზას შეცვლის, რომელმაც სამსახური გასული წლის ბოლოს დაკარგა. „შევა“ ბოლოს იტალიურ „ჯენოას“ წვრთნიდა, საიდანაც წარუმატებელი შედეგები გამო ორ თვეში გაათავისუფლეს. მანამდე მან უკრაინის ნაკრებში იმუშავა, რომელიც ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გაიყვანა.

პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში რუსეთის ნაკრებს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში გავა და მუნდიალის საგზურის მოპოვებას ეცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114037