კალათბურთი

18:49 | 24.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ALL STAR-ის გამოკითხვის შუალედური შედეგები

საკალათბურთო სუპერლიგის ოლ სტარის მატჩი-აქცია 28 იანვარს, 16:00 საათზე, გორის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი და უცხოელი კალათბურთელებისგან (ლეგიონერებისგან) დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან.

მეტოქე გუნდების სასტარტო ხუთეულები, ტრადიციულად, გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდება, ხოლო სათადარიგოებს მწვრთნელები დაასახელებენ. გამოკითხვა აქტიურად მიმდინარეობს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე superleague.ge/allstar/vote სადაც გულშემატკივარი თავის რჩეულ კალათბურთელებს აძლევს ხმას.

✔გულშემატკივრებს ხმის მიცემა დღეში ერთხელ შეუძლიათ და ირჩევენ თითოეული გუნდის სასტარტო ხუთეულის წევრებს:

2 უკანახაზელს

2 ფორვარდს

1 ცენტრს

“ყველა ვარსკვლავის მატჩის” გამოკითხვა 26 იანვარს 18:00 საათზე დასრულდება, მანამდე კი გთავაზობთ გამოკითხვის შუალედურ შედეგებს:

შეგახსნებთ, რომ ადგილობრივების გუნდს ლექსო ლაფანაშვილი (თსუ-ის მთავარი მწვრთნელი) უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს – კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი). „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში (ჩატენვებში). სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის სამქულიანების 6 საუკეთესო მსროლელი მიიღებს მონაწილეობას: იშმაილ ჰოლისი (რუსთავი), საბა ლობჯანიძე (ბათუმი), ვახტანგ ქადარია (ვერა), რაილ ოუენსი (თსუ), ვლადიმერ თავაქარაშვილი (დინამო) და აიზეა ტრეილორი (ბათუმი). რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

0.118528