სხვა

5:08 | 24.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიული დუბლი კიცბუელში

შვეიცარიელი ბიტ ფოიცი პეკინის ოლიმპიადას კარგ განწყობაზე ხვდება - მან კიცბუელში დაშვების პრესტიჟული რბოლა მოიგო. ორგზის ოლიმპიურმა მედალისტმა ფოიცმა უკან მოიტოვა მსოფლიო თასის აბსოლუტური ჩათვლის ლიდერი, თანამემამულე მარკო ოდერმატი.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელებმა დაშვებაში ოლიმპიური ოქრო ბოლოს ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვეს. ეს დიდიე დეფაგომ შეძლო.

მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა ავსტრიელი დანიელ ჰემეტსბერგერი. ორი დღით ადრე, დაშვებაში ავსტრიელებმა კვარცხლბეკზე ასვლაც ვერ შეძლეს. არადა ისინი ამ სახეობაში ყოველთვის ფავორიტებს შორის არიან ხოლმე.

34 წლის ფოიცმა, ვინც დაშვებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, გასულ სეზონში, კიცბუელში ორივე დაშვება მოიგო. მიმდინარე სეზონში კი აქამდე მოგება არ ჰქონდა. დღეს მოპოვებული გამარჯების შემდეგ, ის პეკინში ფავორიტთა შორის იქნება. მას კონკურენციას ნორვეგიელი ალეკსანდერ ომოდტ კილდე გაუწევს, ვინც პარასკევის რბოლა მოიგო.

24 წლის ოდერმატი გიგანტური სლალომის სპეციალისტია, თუმცა დაშვებაშიც თანდათან უმატებს. ამ ჩქაროსნულ სახეობაში მას ჯერ მოგება არ აქვს. თუმცა კვარცხლბეკზე მეორე საფეხური უკვე მესამედ დაიკავა.

პეკინის ოლიმპიადაზე, მამაკაცთა დაშვების რბოლა 6 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105534