ფეხბურთი

12:50 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სტოიჩკოვი: "დემბელე ვერასდროს გაიგებს რა არის "ბარსელონა"

ლეგენდარულმა ბულგარელმა ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა უსმან დემბელე გააკრიტიკა. როგორც „ბარსელონას“ ყოფილმა შემტევმა აღნიშნა, ჩავი სწორად მოიქცა, რომ დემბელე განაცხადს მიღმა დატოვა.

„როგორც უცხოელმა ვიცოდი კლუბის ისტორია, რომ იქ იყვნენ კუბალა, კარასკო, ლინეკერი, ბაკერო, ხულიო სალინასი. დემბელე კი ვერასდროს გაიგებს რა არის „ბარსელონა“. თუ მას არ სურს, რომ კლუბის სიმბოლო დააბინძუროს, უბრალოდ უნდა თქვას, რომ წასვლა უნდა. ჩავიმ კარგი გააკეთა, რომ ის განაცხადს მიღმა დატოვა, გასახდელი პატივისცემას იმსახურებს“, - თქვა სტოიჩკოვმა.

შეგახსენებთ, უსმან დემბელეს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბმა მასთან მოლაპარაკება ვერ მოახერხა, რის გამოც ფრანგი განაცხადს მიღმა დატოვეს.

„ბარსამ“ დემბელე 2017 წელს „დორტმუნდიდან“ 185 მილიონ ევროდ შეიძინა და 129 მატჩში 31 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110942