ფეხბურთი

22:24 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია

ესპანეთის სამეფო თასის წილისყრა გაიმართა და მეოტხედფინალური ეტაპის წყვილები გახდა ცნობილი. მადრიდის "რეალი" აღნიშნულ ეტაპზე "ბილბაოს" დაუპირისპირდება, გუნდს, რომელმაც "ბარსელონა" გამოთიშა ასპარეზობას.

მიმდინარე სეზონის ლა ლიგის ცხრილის მესამეადგილოსანი "ბეტისი" "სოსიედადს" დაუპირისპირდება, რომელიც ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა და სევილიელებს მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება.

გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "კადის" მიიღებს და შეეცდება ნახევარფინალში გავიდეს, ხოლო მეოთხე წყვილში საუკეთესოს ვინაობას "რაიო" და "მალიორკა" გაარკვევენ. აღნიშნული ეტაპის შეხვედრები 2 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116241