ფეხბურთი

21:57 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" პატრიკ რობერტსი გაასხვისა

"მანჩესტერ სიტის" აწ უკვე ყოფილი 24 წლის ფეხბურტელი პატრიკ რობერტსი კარიერას "სანდერლენდში" გააგრძელებს. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონის ბოლოს მხარეებს შეთანხმების საფუძველზე ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმებაც შეეძლებათ.

რობერტსი "ფულჰემის" აკადემიის აღზრდილია და "ქალაქელებმა" 2015 წელს დაიმატეს. თუმცა ერთი წლის შემდეგ მანჩესტერელებმა მისი განათხოვრება დაიწყეს და კონტრაქტის ამოწურვამდე ექვს გუდში თამაშობდა ინგლისელი იჯარის წესით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128017