ფეხბურთი

19:32 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილამ" ემილიანო მარტინესს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარემ ემილიანო მარტინესმა "ასტონ ვილასთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ბირმინგემული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ასტონ ვილამ" სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი 2020 წელს ლონდონის "არსენალიდან" დაიმატა. მიმდინარე სეზონში ემილიანომ 20 შეხვედრა ჩაატარა, გაუშვა 30 გოლი და ხუთ მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126152