ფეხბურთი

2:12 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა

ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ლივერპული“ გავიდა, რომელმაც ლონდონში „არსენალს“ საპასუხო ნახევარფინალური დაპირისპირება 2:0 მოუგო.

თამაშის გმირი პორტუგალიელი შემტევი დიოგო ჟოტა გამოდგა, რომელმაც „მეთოფეთა“ კარში თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა და დუბლით საკუთარი გუნდი ფინალში გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ „ენფილდ როუდზე“ პირველი დუელი უგოლოდ დასრულდა და ამრიგად, „ლივერპულმა“ ორი მატჩის ჯამში 2:0 მოიგო.

„ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება, რომელმაც წინა კვირაში „ტოტენჰემს“ აჯობა. ფინალური მატჩი 27 თებერვალს, „უემბლიზე“ გაიმართება.

0.129474