ფეხბურთი

20:34 | 17.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა

კატალონიის „ბარსელონამ“ უსმან დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა - კონტრაქტს გაახანგრძლივებს ან იანვრის სატრანსფერო პერიოდში გაყიდიან.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსას“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელის აგენტს შეხვდა, რომელსაც განუცხადეს, რომ დემბელემ უახლოეს 48 საათში საბოლოო პასუხი უნდა დააფიქსიროს, სურს თუ არა კონტრაქტის განახლება, რომელიც 30 მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება.

წინააღმდეგ შემთხვევაში ესპანელები ეცდებიან, რომ ფეხბურთელი იანვარში გაყიდონ. გავრცელდა ცნობა, რომ ფრანგი შემტევი „ბლაუგრანამ“ „ნიუკასლ იუნაიტედს“ 20 მილიონ ევროდ შესთავაზა. დემბელე „ბარსელონასგან“ სეზონში 12 მილიონ ევროს და ბონუსებს ითხოვს, რაც კლუბისთვის მიუღებელია.

შეგახსენებთ, უსმან დემბელე „ბარსელონაში“ 2017 წლიდან თამაშობს, ხოლო მანამდე „რენისა“ და „დორტმუნდის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112519