ფეხბურთი

19:57 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-მდე ბოლო სპარინგში ტაჯიკეთს 10:1 მოუგო (+VIDEO)

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა და მზადების პროცესი პრაქტიკულად დაასრულა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ნიდერლანდებში შესანიშნავ განწყობაზე მიემგზავრება, რადგან ტაჯიკეთის ნაკრებს, რომელსაც გუშინ 6:2 მოუგო, ამჯერად კიდევ უფრო სოლიდურად აჯობა - 10:1.

შედარებით თანაბარი თამაში მხოლოდ საწყისი 10 წუთის განმავლობაში იყო, როცა გუნდებმა გოლები გაცვალეს, მერე კი საქართველომ თამაშის სადავეები სრულად ხელთ იგდო და ძალიან იოლად იმარჯვა. გამოსარჩევია ელისანდროს გარჯა, რომელმაც მეტოქის კარში 4 გოლი გაიტანა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 19 იანვარს ნიდერლანდებში გაემგზავრება და ევრო 2022-სთვის იქ მოემზადება. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის ჯგუფურ ეტაპზე 22-29 იანვარს, აზერბაიჯანის, ბოსნიისა და ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

საქართველო - ტაჯიკეთი 10:1 (4:1)

გოლები: 1:0 ელისანდრო (4), 1:1 იოროვი (7), 2:1 თალესი (11), 3:1 ელისანდრო (11), 4:1 კურტანიძე (12), 5:1 ელისანდრო (28), 6:1 ლორენსუ (32), 7:1 ელისანდრო (32), 8:1 ღავთაძე (33), 9:1 კურტანიძე (36), 10:1 თოდუა (40)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114668