ფეხბურთი

14:53 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე "ბარსელონასთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"ბარსელონას" თავდამსხმელი უსმან დემბელე კატალონიურ გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ „ბარსელონას“ პირობებით უკმაყოფილოა და ხელშეკრულების განახლებას არ აპირებს. დემბელე იანვარში გუნდის დატოვებას არ გეგმავს, მაგრამ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით 30 ივნისს, როცა კონტრაქტის ვადა ეწურება, დატოვებს. დემბელემ თქვა, რომ თავს მსოფლიო დონის ფეხბურთელად თვლის და შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. „ბარსელონა“ კი არ არის მზად დემბელეს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა. ფრანგი შემტევი ესპანურ გრანდს 2017 წელს „დორტმუნდიდან“ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12204