სხვა

2:10 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვენგენის მეორე დაშვება ვინსენტ კრიხმაირმა მოიგო

ავსტრიელ ვინსენტ კრიხმაირს შვეიცარიის ვენგენში, დაშვების რბოლაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, რადგან კორონავირუსისგან განკურნების მიუხედავად, სავალდებულო ვარჯიშებში მონაწილეობა არ მიუღია. ამის გარეშე კი რბოლაში მონაწილეობა დაუშვებელია.

კრიხმაირისთვის, ვინც დაშვებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, გამონკლისი დაუშვეს. და მანაც თავისი საქმე უნაკლოდ შეასრულა. აიგერის მთის ლაუბერჰორნის ფერდობზე, რომელიც მსოფლიო თასზე ყველაზე გრძელია, ის უსწრაფესი იყო. მან 0.34 წამით ჩამოიტოვა შვეიცარიელი ფავორიტი ბიტ ფოიცი, ვისაც აქ ზედიზედ სამი მოგება ჰქონდა. მესამე ადგილი კი იტალიელმა დომინიკ პარისმა დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 0.44 წამით ჩამორჩა.

მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა შვეიცარიელი მარკო ოდერმატი, ვინც ამის მიუხედავად, აბსოლუტურ ჩათვლაში ლიდერობა განიმტკიცა - 390 ქულას უგებს მეორეზე მყოფ ნორვეგიელ ალეკსანდერ ომოდტ კილდეს, ვინც წინა დღის დაშვების რბოლა, უფრო მოკლე ფერდობზე მოიგო, ამჯერად კი მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112476